კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები


     გლდანის რაიონში  კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საკმაოდ ფართო ქსელია. 
     მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 25 საშუალო სკოლა, სადაც 20 000 -ზე მეტი მოსწავლე ცწავლობს.
2012 წლის სექტემბერში გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ცენტრის გახსნის მიზანია თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი შემდგომი დასაქმება.
     ცენტრში გადამზადება, ასაკის მიუხედავად, ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. მაღალკვალიფიციური ტრენერებისა და მასტერკლასების ჩატარებას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.


     გლდანის რაიონში 1979 წლიდან ფუნქციონირებს თბილისის სახელმწიფო დრამატული თეტრი, რომელსაც 1987 წლის 14 იანვარს გამოჩენილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა.


აგრეთვე რაიონში მოქმედებს რამდენიმე ხელოვნების სკოლა, რომლებიც წარმატებით ანხორციელებენ მომავალი თაობების სულიერ აღზრდას.