ჩვენ სკოლა „კანდიდის“ მოსწავლეები ვართ. გვინდა გაგაცნოთ ის რაიონი, სადაც ვცხოვრობთ, ვიზრდებით, ვსწავლობთ და ვემზადებით მომავლის შესახვედრად.



     ეს  გლდანის რაიონია. ერთ-ერთი დიდი და ახალგაზრდა დასახლება თბილისში. მოსახლეობის რაოდენობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა გვაძლევს უფლებას გლდანს ვუწოდოთ ქალაქი ქალაქში.

     ჩვენ გიამბობთ გლდანის რაიონის ისტორიულ როლზე, მის წარმოშობაზე, მატერიალურ კულტურის ძეგლებზე. მოგიყვებით როგორ მიიღო გლდანმა თანამედროვე იერსახე, როგორ ვითარდება და რა პერსპექტივები აქვს მომავალში.

რაიონის ინფრასტრუქტურა  


    გლდანის რაიონი ერთ-ერთი ახალგაზრდა რაიონია. დაარსების დღიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა მისი ინფრასტრუქტურა. გასული საუკუნის 90-იან წლებში შენელდა რაიონის გავვითარება, რადგან მთლიანად ჩვენს ქვეყანაში იმ დროისათვის პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობა სუფევდა
   ახალი საუკუნის დასაწყისმა ახალი სუნთქვ ჩაჰბერა ქალაქის გარეუბნად წოდებულ გლდანს. ძველი პრობლემები ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და დღესდღეობით რაიონს აქვს მძლავრი ინფრასტრუქტურა: ბანკები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ტრანსპორტი, გასართობი და დასასვენებელი პარკები. ანუ ყველაფერი ის რაც მოსახლეობის პირველად მოთხოვნილებებს ემსახურება. ამ ყველაფერმა კი ბევრად გაუუმჯობესა აქაურებს ცხოვრების პირობები.

ტრანსპორტი


     ჯერ კიდევ ახლო წარსულში გლდანისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქთან დაკავშირება. დღესდღეობით გლდანისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უდიდესი ნაკადია მომართული. რაიონს ემსახურება მეტროპილიტენი, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები. ასე, რომ აქაურებისათვის ქალაქის ნებისმიერ ადგილზე მოხვედრა პრობლემას არღარ წარმოადგენს.

მეტროსადგური ახმეტელი




ბანკები

     გლდანის რაიონის მოსახლეობა უზრუნველყოფილია სრული საბანკო მომსახურებით. აქ საქართველოში მოქმედ ყველა მსხვილ ბანკს გააჩნია ერთი ან რამოდენიმე ფილიალი.