მატერიალური კულტურის ძეგლები
გლდანი ადრეულ პერიოდში (V საუკუნიდან) შედიოდა რუსთაველის საეპისკოპოსოსა და სასპასპესტოში. XII საუკუნის 60-იანი წლებიდან, როცა ოქროს უდროს ყაენმა მოაოხრა რუსთავი, სახელი შემდგომშიც რუსთაველის შერჩა.
გლდანისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი ნაგებობების ნაშთები. V საუკუნის ეკლესიის ადგილას არის აგებული გლდანის დასახლება ,,ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია”, რომელიც თანამედროვე სახით 1991 წელს აიგო, ძველი ეკლესიის საძირკველის ნარჩენებზე.
აქვე ყოფილა XII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის ნაშთი და წარწერიანი ქვები აღმოჩნდა 1942 წელს აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის სახლის მშენებლობისას.
VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება ვეჯინის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და სასახლე.
IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია, რომელიც სოფელ გლდანის ჩრდილოეთით დგას ძველ სასაფლაოზე.
XIX საუკუნეს მიეკუთვნება მამკოდის ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს გლდანში აიგო მთავარ ანგელოზთა დასის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია. მისი მგალობელთა გალობა გულგრილს არავის ტოვებს.
გლდანში ცხოვრობდნენ გრიგორიანული სარწმუნოების, ანუ როგორც მათ იმ დროს ეძახდნენ სომხის სჯულის ქართველები. ასეთ ქართველებს საქართველოს სხვა კუთხეებში სომეხად მოიხსენიებდნენ. შენიშვნის სახით უნდა ავღნიშნოთ, რომ სარწმუნოება არ განსაზღვრავს ეროვნულობას და, ამდენად, გლდანის ე.წ. სომხური მოსახლეობა ქართველები იყო და არაფრით, გარდა სარწმუნოებისა, არ განსხვავდებოდა სხვა ქართველი მოსახლობისაგან.
გლდანის დასახლების ჩრდილოეთით, სერზე დგას პატარა ზომის, გვიან შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ხალხში მისი სახელწოდებაა ,,იყდრიას საყდარი”. Nაგებია რიყის ქვით. დასავლეთის მხრიდან აქვს კარი. ხოლო დანარჩენ კედლებზე თითო სარკმელი. Aფსიდი სწორკუთხაა და რამდენიმე ნიშია შიგნით კედელში.
ეკლესია-მონასტრების მშენებლობა დღესაც გრძელდება. გლდანის მე-5 და მე-6 მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია და ამ ეკლესიასთან არსებული სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრი შენდება. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აშენდება. მისი და საეკლესიო დანიშნულების დამხმარე ნაგებობების მშენებლობა 2008 წლისთვის დასრულდება. 2014 წლისთვის კი წირვა-ლოცვა უკვე დიდ ჯვარგუმბათოვან ეკლესიაში დაიწყება.
2008 წლიდან ეკლესიის ეზოში საეკლესიო ხელოვნების სკოლის მშენებლობა დაიწყო, ხოლო 2009-2011 წლებში კი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისთვის საჭირო ნაგებობები აიგო. ტაძრის მშენებლობას სათავეში ჩაუდგა მამა დავითი (დათუაშვილი), რომელიც ამჟამად მოღვაწეობს გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ის საკუთარ მრევლთან ერთად თავდაუზოგავად შრომობს.