მომზადდა ახალი ბლოგი

ბლოგი შეიქმნა სპეციალურად ბლოგების კონკურსისთვის 
"ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს".




წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ახალ ბლოგს.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.




ასევე საინტერესოა:


ავშვთა საერთაშორისო დღე ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია. იგი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.

1950 წლის 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს დღე ყოველწლიურად არის მიჩნეული სადღესასწაულოდ.

გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს

27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 10.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.


"ღვთის მადლით, საზეიმო წირვაში მე მივიღებ მონაწილეობას. გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარიც", - ბრძანა უწმინდესმა. 

წმინდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.


 ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.
 ყოველწლიურად, ზაფხულში, ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის კვალდაკვალ გზას მიჰყვება. მარშრუტი სრულად შეესაბამება იმ გზას, რომელიც წმინდანმა საქართველოსკენ გამოიარა.


 მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება.

გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს და ბრწყინვალე დღესასწაულს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წუხელ, 23:00 საათზე დაიწყო. წაკითხული იყო საშობაო ეპისტოლე, ხოლო 00:00 საათიდან საზეიმო წირვა შესრულდა.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დამთავრდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 17 იანვრამდე, მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით არასამარხვო საკვების მიღება შეუძლია.


ქრისტესშობა (შობა) ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც თითქმის ყველა ეკლესია აღნიშნავს 25 დეკემბერს, ხოლო ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული და რუსული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 7 იანვარს.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც, მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ.


ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფო აღარ იყო და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს ანუ კეისარს. მაშინდელმა კეისარმა მოინდომა, შეეტყო, რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომი გამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი და იქ ჩაეწეროსო. 

 იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ. გზაზე დაუგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარ იშოვეს. ადგნენ, ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსები ავდრის დროს საქონელს აფარებდნენ. 

 სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს მშობიარობის დრო. შვა ძე, შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებოდა. 

ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები საქონელს აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებ ცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი სულიერი - ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერ შეშინდნენ. ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსძახა: "ნუ გეშინიათ, მე გახარებთ დიდ სიხარულს, - დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს". რაწამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ამ გალობით ანგელოზები წავიდნენ მაღლა-მაღლა და გაქრნენ ცაში. როცა მწყემსები გონს მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემში, იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლარე პატარა იესო და თაყვანის სცეს მას, ვითარცა ღმერთს.

გილოცავთ ახალ 2014 წელს

სკოლა "კანდიდი", ბლოგი gldaniinfo.blogspot.com -ს ავტორები და მათი მეგობრები გილოცავთ შობას და ახალ 2014 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას,
წარმატებებს სწავლასა და მოღვაწეობაში.

მრავალს დაესწარით ღმერთმა გადლოცოთ და გაგახაროთ.












   

გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება


    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში "გაიცანით ჩემი რაიონი", ჩვენმა გუნდმა საპატიო მეორე აგდილი მოიპოვა.
      ამ გამარჯვებას პირველ რიგში ვულოცავთ ჩვენს სკოლას და შემდგომ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და ვუსურვებთ მომავალში მრავალ დიდ გამარჯვებას.












განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
ბლოგის წარსადგენად შექმნილი კლიპი

"გაიცანით ჩემი რაიონი"





    ჩვენ სკოლა „კანდიდის“ მოსწავლეები ვართ. გვინდა გაგაცნოთ ის რაიონი, სადაც ვცხოვრობთ, ვიზრდებით, ვსწავლობთ და ვემზადებით მომავლის შესახვედრად.



     ეს  გლდანის რაიონია. ერთ-ერთი დიდი და ახალგაზრდა დასახლება თბილისში. მოსახლეობის რაოდენობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა გვაძლევს უფლებას გლდანს ვუწოდოთ ქალაქი ქალაქში.

     ჩვენ გიამბობთ გლდანის რაიონის ისტორიულ როლზე, მის წარმოშობაზე, მატერიალურ კულტურის ძეგლებზე. მოგიყვებით როგორ მიიღო გლდანმა თანამედროვე იერსახე, როგორ ვითარდება და რა პერსპექტივები აქვს მომავალში.

რაიონის ინფრასტრუქტურა  


    გლდანის რაიონი ერთ-ერთი ახალგაზრდა რაიონია. დაარსების დღიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა მისი ინფრასტრუქტურა. გასული საუკუნის 90-იან წლებში შენელდა რაიონის გავვითარება, რადგან მთლიანად ჩვენს ქვეყანაში იმ დროისათვის პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობა სუფევდა
   ახალი საუკუნის დასაწყისმა ახალი სუნთქვ ჩაჰბერა ქალაქის გარეუბნად წოდებულ გლდანს. ძველი პრობლემები ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და დღესდღეობით რაიონს აქვს მძლავრი ინფრასტრუქტურა: ბანკები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ტრანსპორტი, გასართობი და დასასვენებელი პარკები. ანუ ყველაფერი ის რაც მოსახლეობის პირველად მოთხოვნილებებს ემსახურება. ამ ყველაფერმა კი ბევრად გაუუმჯობესა აქაურებს ცხოვრების პირობები.

ტრანსპორტი


     ჯერ კიდევ ახლო წარსულში გლდანისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქთან დაკავშირება. დღესდღეობით გლდანისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უდიდესი ნაკადია მომართული. რაიონს ემსახურება მეტროპილიტენი, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები. ასე, რომ აქაურებისათვის ქალაქის ნებისმიერ ადგილზე მოხვედრა პრობლემას არღარ წარმოადგენს.

მეტროსადგური ახმეტელი